ხურტკმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხურტკმელი

ხურტკმელი

ოჯახი - Grossulariaseae - ხურტკმელისებრნი
გვარი - Grossularia Mill - ხურტკმელი
სახეობა – G. reclinata (L) Mill.

ხურტკმელი მრავალწლიანი ბუჩქია, 1 მ სიმაღლის. ღეროები დაფარულია ნემსისებური ქაცვებით და საკმაოდ წვრილი ფოთლებით. ყვავილები მომწვანოა ან მოწითალო, განლაგებული არიან ფოთლის უბეებში. კენკრა ნაყოფები ელიპსის ფორმისაა ან სფერული, 15 სმ დიამეტრის, მომწვანო ან მოწითალო. ყვავის მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივლისში, მაგრამ შეიძლება საკვებად გამოყენება უმწიფარ მდგომარეობაშიც.

ეს მცენარე დიდი ხნის წინ დანერგეს კულტურაში და ითვლება მრავალი ჯიშის წინაპრად. ველური სახით გავრცელებულია ევროპასა და კავკასიაში. ცხოვრობს ტყის პირებზე და ქვიან რეგიონებში, მთებში და მდინარის პირებზე.

კენკრა შეიცავს 13,5 % - მდე შაქარს, ძირითადად მონოსაქარიდებს, ლიმონმჟავასა და ვაშლმჟავას,1 %-მდე პექტინოვან ნივთიერებებს, ვიტამინ C-ს, P-ს, B და A-ს. მდიდარია ფოსფორით, სპილენძით, რკინით, კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, მაგნიუმით. გამოყენებულია საკონდიტრო მრეწველობაში. ხალხურ მედიცინაში გამოყენებულია როგორც შარდმდენი და ნაღველმდენი საშუალება, კარგი თაფლოვანი მცენარეა.

წყარო

სამკურნალო მცენარეთა მავნებლები და დაავადებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები