ხურცილავა მურთაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურთაზ ხურცილავა

მურთაზ ხურცილავა (დ. 5 იანვარი, 1943, ბანძა, გეგეჭკორის რაიონი,((ახლანდელი მარტვილი)) — ქართველი ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა გეგეჭკორის „სალხინოში” (1959), თბილისის „დინამოსა” (1961­-75) და ქუთაისის „ტორპედოში” (1975-­76). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (6 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების მესამე (მიუნხენი, 1972) პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966) და მონაწილე (1970). სსრკ ნაკრების კაპიტანი (23 მატჩი). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი (15 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962, 67, 69, 71, 72) და სსრკ თასის ფინალისტი (1970). იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერი.






წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები