ხურციძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ ხურციძე – დაიბადა 1945 წლის 9 მაისს საჩხერეში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1970).
სამუშაო გამოცდილება
- სამეურნეო და ბიზნეს საქმიანობა.
- ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების მინისტრის პირველი მოადგილე (1992-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქი, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.