ჯაგრცხილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაგრცხილა – (Carpinus orientalis Mill.); ოჯახი: თხილისებრნი (Corylaceae). მაღალი ბუჩქი ან პატარა ხეა. ნორჩი ტოტები შებუსულია. ფოთოლი მოკლეყუნწიანია. ფირფიტა პატარა ზომისაა, მოგრძო-კვერცხისებური. კიდეებზე ორმაგხერხკბილა. მდედრობითი ყვავილების საბურველი არათანაბარგვერდიანია. ყვ. IV; ნაყ. VI-VII. გავრცელებულია მთელ საქართველოში, დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში გვხვდება ყველგან.