ჯავახეთის ფამფარულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯავახეთის ფამფარულა – (Scorzonera dzhavakhetica) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. საქართველოში იშვიათი, ვიწრო ლოკალური ენდემი, მესამეული ფლორის რელიქტი. საქართველოში გვხვდება მხოლოდ თეთრობის ქედზე. წარმოდგენილია მხოლოდ ორი მცირერიცხოვანი პოპულაციით. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა. კაუჩუკის შემცველი მცენარეა. მისი ფესვებიდან ამზადებენ ყავის მსგავს სასმელს.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები