ჯაველიძე ელიზბარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელიზბარ ჯაველიძე – დაიბადა 1938 წლის 15 დეკემბერს თბილისში. — ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თურქოლოგიის კათედრის პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. მონოგრაფიებისა და რამოდენიმე წიგნის ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1961).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური და ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი (1991-1992)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის პროფესორი (1992-1994)
- გაზეთ „საქართველოს სამრეკლოს“ მთავარი რედაქტორი (1993-1994)
- გაზეთ „სამრეკლოს“ მთავარი რედაქტორი (1994)
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): არტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ფრაქცია „XXI საუკუნე“, ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის წევრი.