ჯავშნიანი კოშკურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯავშნიანი კოშკურა - დახურული, მბრუნავი, ჯავშნიანი კონსტრუქცია, რომელიც თავსდება საბრძოლო მანქანებზე, ხომალდებზე, საფორტიფიკაციო ნაგებობებზე პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და შიდა მოწყობილობის დასაცავად. მზადდება მთლიანი ჩამოსხმით ან ცალკეული ჯავშნის ფურცლებისგან შედუღებით.
ჯავშნიანი კოშკურის მიმართ ძირითადი მოთხოვნებია ჭურვმედეგობა და ტყვიაგაუმტარობა.