ჯაზ-როკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაზ-როკი – ამ მიმართულების მთავარი თავისებურებებია: მძლავრი გამაძლიერებლების მქონე ელექტროგიტარების გამოყენება, რომლებიც ჰიპნოზურ ზემოქმედებას ახდენდნენ აუდიტორიაზე და აგრეთვე მომღერალთა შესრულების და ქცევის მანერა. როკის თავისებურება დაკავშირებულია ჰარმონიის სფეროსთანაც. ჩნდება უჩვეულო ჰარმონიული თანმიმდევრობანი, რომლებიც ზოგჯერ კლასიკურის წინა პერიოდის ევროპული მუსიკის ჰარმონიას მოგვაგონებს. ხასიათდება უეცარი ტონალური ძვრებით, მოულოდნელი გადაწყვეტებით. ფართოდ გამოიყენება ბგერწერითი, მათ შორის სინთეზირებული ელექტრონული ეფექტები. ახალი ჟღერადობის ძიების გზაზე სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს აპარატურა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები