ჯალამბარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხელის ჯალამბარი

ჯალამბარი – ტვირთის ასაწევი მანქანა მოძრავი მოქნილი ელემენტის – ბაგირის ან ჯაჭვის დახმარებით. არსებობს ჯალამბარი სტაციონალური და გადასაადგილებელი, ხელის ან მანქანური ამძრავით. გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი მექანიზმი სამშენებლო-სამონტაჟო, ხე-ტყის გამოსაზიდი და დასაწყობების, დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოების შესასრულებლად, გემების მისაბმელად, ღუზის ამოსაწევად (ბრაშპილი), აგრეთვე საწყობებში, საბაგირო გზებზე, მიწის სათხრელ და საგზაო მანქანებში და ა.შ.

სარჩევი

ხელის ჯალამბარი

მექანიკური ჯალამბარი, რომელიც მოქმედებაში მოდის ხელით. არსებობს ერთდოლიანი და ბერკეტული (დოლის გარეშე).

ბერკეტული ჯალამბარი

ხელის ჯალამბარი, რომელიც გათვალისწინებულია ტვირთის ასაწევად და გადასაადგილებლად სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესში. მისი სამუშაო ორგანოა საწევი მექანიზმი, რომელიც ბაგირის საშუალებით გადასცემს ტვირთს გადაადგილებისთვის საჭირო ძალას.

ერთდოლიანი ჯალამბარი

ხელის ჯალამბარი, რომელიც გათვალისწინებულია ტვირთის ასაწევად (დასაშვებად) და მის გადასაადგილებლად ჰორიზონტალურ და დახრილ სიბრტყეებზე, სამშენებლო მოედნებზე სამონტაჟო და სატვირთავ-დასატვირთავი სამუშაოების შესრულებისას. მათ მუშაობა შეუძლიათ +50-დან –40°C ტემპერატურის პირობებში. ის უზრუნველყოფილია ავტომატური ტვირთსაბჯენი მუხრუჭით.

სამანევრო ჯალამბარი

ჯალამბარი, რომელიც გათვალისწინებულია რკინიგზის პლატფორმების გადასაადგილებლად, რკინიგზისპირა საწყობების სატვირთავ-გასატვირთავ უბნებზე.

ფრიქციული ჯალამბარი

ჯალამბარი, რომელიც ძირითადად გამოიყენება საურნალე და სასკრეპერო მოწყობილობების დასაკომპლექტებლად. აღჭურვილია მტკიცედ შეკრული ლენტური მუხრუჭებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები