ჯალაღანია დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ჯალაღანია

დავით ჯალაღანია − (David Jalagania) 2018-2020 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში

დაიბადა: 1 დეკემბერი, 1963 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება: 1986 − წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით და სწავლა განაგრძო სტუ-ის ასპირანტურაში; 1991 − დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1993 − დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და საქმიანი ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა მენეჯერის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება:
1986-1993 − სტუ-ს ავტომატიზებული გეგმარების კათედრა, ინჟინერი; დოცენტი;
1994-1995 − საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი, სამმართველოს უფროსი;
1996-2000 − საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტრო, სამმართველოს უფროსი (1996-1998); მინისტრის მოადგილე (1998-2000);
2000-2006 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დეპარტამენტის დირექტორი (2000-2002); გერმანიისფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, უფროსი მრჩეველი (2002-2004); საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2004-2006);
2006-2008 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დეპარტამენტის დირექტორი;
2008-2009 − საქართველოს კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
2009-2017 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
2020-დან − ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, უფროსი მრჩეველი.

ფლობს: გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: საქართველოს ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები