ჯანელიძე ნუნუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯანელიძე ნუნუ − (1962), პოეტი. დაიბადა ოჩამჩირის რაიონში. 1986 წელს დაამთავრა თსუ-ს სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. აფხაზეთის ომის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა წყალტუბოში. მუშაობდა ტელეკომპანია „ედელვაისში”, ჰქონდა საავტორო გადაცემა „ჩემი აფხაზეთი”. ლექსებს წერს ბავშვობიდან, მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ჩვენი მწერლობა”, „ლიტერატურული პალიტრა”, „ცისკარი”, „რიწა”, „ჩემი ქუთაისი”. 2006 წლიდან ცხოვრობს თბილისში, მუშაობს საყმაწვილო ჟურნალ „იალქანში”.
- * * *
- ბედნიერება ნიღაბია,
- რომელსაც ვძერწავთ მთელი სიცოცხლე,
- რომ დავმალოთ ცხოვრება ბერწი.
- მთელი სიცოცხლე...
- ...ისე გვიმძიმს ჭირის გამხელა,
- ვიდრე ნიღაბი ცივ სახეზე არ შეგვახმება.
- ლექსი ის არის, რაც მე მსურდა ვყოფილიყავი:
- შეურყვნელი, კამკამა წყარო;
- თუმცა, უგნურმა ბევრჯერ ვცადე მისი ამღვრევა,
- როცა ცოდვილი ხელით შევეხე.