ჯანჯალია თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეიმურაზ ჯანჯალია

თეიმურაზ ჯანჯალია − (Teimuraz Janjalia) 2013-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში

დაიბადა: 23 მაისი, 1974 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება: 1991-1995 − საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტი. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; 1995-1997 − ერლანგერ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი, მარკეტინგის განხრით; 1999-2013 − გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ − ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, საერთაშორისო ვაჭრობის, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებებით.

სამუშაო გამოცდილება: 1998-1999 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი; 2000-2002 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ატაშე; 2002-2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2004-2007 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 2007-2008 − საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის რესპუბლიკაში; 2008-2011 − ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2011-2012 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2012-2013 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2018-დან − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო − სამი ვარსკვლავის ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები