ჯანჰარჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯანჰარჩ-ი (ყალ. Җаңhрч) – ყალმუხური ეპიკური სიმღერების, უპირატესად ჯანჰარის ეპოსის, შემსრულებელნი. თუულჩებისგან განსხვავებით, რომლებიც აღნიშნულ სიმღერებს მხოლოდ რეჩიტატივით ასრულებენ, ჯანჰარჩები აუცილებლად მუსიკალური ინსტრუმენტის აკომპანიმენტის ქვეშ, დაღამებიდან დილამდე, შინაგანი ენერგიის დაშრეტის ზღვრამდე, განუწყვეტლივ მღეროდნენ.
ლიტერატურა
- Бакаева Э. П. Добуддийские верования калмыков (исследование и опит реконструкции). Автореферат диссертации на соискание ученой степени доктора исторических наук. М., 2006;
- მისივე, Сакральные коды культуры калмыков. Элиста, 2009.