ჯარების დისლოკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების დისლოკაცია - სამხედრო ნაწილების (შენაერთების), დაწესებულებებისა და სამხედრო სასწავლებლების განლაგება მათთვის მიჩენილ ადგილებში (სპეციალურ სამხედრო ქალაქებში, ბანაკებში, დასახლებულ პუნქტებში და ა.შ.) მშვიდობიანობის დროს.

ომიანობის დროს ცნება „ჯარების დისლოკაცია“, ჩვეულებრივ, იხმარება საჯარისო ფორმირებების მიმართ, რომლებიც არ შედიან მოქმედი არმიის, ფლოტის შემადგენლობაში. ზოგჯერ ხმარობენ საავიაციო ნაწილების (შენაერთების) აეროდრომებზე და ხომალდების (სახომალდო შენაერთების) - სამხედრო-საზღვაო ბაზებსა და ფლოტის ძალების ბაზირების სხვა პუნქტებში განლაგების (განაწილების) მნიშვნელობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები