ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზებული სისტემა - რთული სისტემა, რომლითაც მართვის ობიექტის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გადაცემა ხორციელდება.

მართვის ობიექტებში მოისაზრება: ჯარები, ძალები, გაერთიანებები, შენაერთები, ნაწილები, ხომალდები, ქვედანაყოფების დაჯგუფებები და საბრძოლო საშუალებები.

მართვის ორგანოების ფუნქციების რეალიზება ხდება გამომთვლელი და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით. ის არის ჯარების (ძალების) მართვის სისტემის ნაწილი.

ავტომატიზებული სისტემა ზრდის მართვის ოპერატიულობას და ხარისხს მისი ისეთი ძირითადი ფუნქციების შესრულების გზით, როგორიცაა:

ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემას უყენებენ ოპერატიულ-ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც მთლიანად ჯარების (ძალების) მართვის მოთხოვნების ანალოგიურია. მათგან ძირითადია ოპერატიულობა, საიმედოობა, მოქნილობა და ფარულობა. სისტემის ოპერატიულობა იძლევა შესაძლებლობას სწრაფად განახორციელონ საჭირო ინფორმაციის მომზადების, დამუშავებისა და გადაცემის ყველა პროცესი. იგი განისაზღვრება იმ დროის მიხედვით, რომელიც ხმარდება ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, მონაცემების მომზადებას გადაწყვეტილებების მისაღებად და ამოცანების დაყვანას ჯარებამდე.

სისტემის საიმედოობა არის, ფუნქციების რთულ, სწრაფად ცვალებად ვითარებაში შესრულების უნარი. მოქნილობა გამოიხატება სწრაფი ადაპტაციით ჯარების (ძალების) ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებებისადმი. მართვის ახალი პუნქტების შემცირების, გაშლის და მეთოდებისადმი. სისტემის ფარულობა ხასიათდება მოწინააღმდეგის მიერ მისი ელემენტების აღმოჩენის, სისტემაში არსებული ინფორმაციის ხელში ჩაგდების სიძნელის ხარისხით და იმ დროით, რომელიც აუცილებელია მოპოვებული ინფორმაციის კოდისმოხსნისათვის.

ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემები იგება შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების ორგანოების და მართვის პუნქტების, სამხედრო ფორმირებების ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად. ამასთან მხედველობაში იღებენ სისტემის გამოყენების შესაძლებლობას როგორც ერთი სახეობის შეიარაღებული ჯარების (ძალების) დაჯგუფების შიგნით, ისე სხვადასხვა სახეობის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებებს შორის და მეზობელ დაჯგუფებებთან ურთიერთქმედების განხორციელებისას, მართვის ზემდგომი ორგანოს გვერდის ავლით.

სისტემის ტექნიკური საფუძველია ავტომატიზაციის საშუალებების კომპლექსები მართვის პუნქტებში. ისინი შედგება გამომთვლელი კომპლექსების (საშუალებების), თანამდებობის პირების ავტომატიზებული სამუშაო ადგილების, ინფორმაციის მიმღები და გადამცემი საშუალებებისაგან. დამატებით - მისი ასახვისა და დოკუმენტირების აპარატურის, სისტემაში ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფის სპეციალური საშუალებებისგან, ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემის ფუნქციონირების, მართვისა და კონტროლის საშუალებებისაგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები