ჯარების წინ წაწევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების წინ წაწევა - ჯარების გადაადგილება ზურგიდან ფრონტისკენ საბრძოლო მოქმედებების რაიონში, საომარი მოქმედებების თეატრზე, სტრატეგიულ ან საოპერაციო მიმართულებებზე ახალი დაჯგუფებების შექმნის, ან არსებული დაჯგუფებების გაძლიერების მიზნით.

ჯარების წინ წაწევა შეიძლება განხორციელდეს თავდაცვითი ოპერაციების დროს აგრესორის შემოჭრის მოსაგერიებლად, თავდაცვითი ზღუდეების დასაკავებლად, კონტრდარტყმების და კონტრიერიშების მოსაწყობად, აგრეთვე კონტრშეტევის (შეტევის) მოსამზადებლად და მისი მსვლელობის დროს.

ჯარების წინ წაწევა შეიძლება ხორციელდებოდეს საკუთარი სვლით, სარკინიგზო, საჰაერო და წყალსანაოსნო ტრანსპორტის გამოყენებით ან კომბინირებული ხერხით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები