ჯატრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯატრა – ინდური ხალხური თეატრის უძველესი სახეობა, რომელიც გავრცელდა ბენგალიასა და ორისაში. მისი საწყისები უკავშირდება მესაქონლე ტომების რიტუალურ ცეკვებს. მოგვიანებით, ჯატრამ მიიღო პოეტურ-მუსიკალური მცირე სცენების ფორმა და შევიდა ვიშნუ-კრიშნას სადიდებელი რელიგიური პროცესიის შემადგენლობაში. ეს პატარა სცენები პირველხანად ასახავდნენ კრიშნასა და მისი შეყვარებულის, მეცხვარე გოგონა რადხის ცხოვრების ეპიზოდებს. შემდგომში ჯატრამ სცენები ააგო მითოლოგიურ სიუჟეტებზეც.

წარმოდგენები იმართებოდა სცენური ფიცარნაგის და დეკორაციის გარეშე, მიწაზე დაგებულ ხალიჩაზე შემსრულებლები ტანსაცმელს იცვლიდნენ მაყურებელთა თვალწინ. მამაკაცებისაგან შემდგარ დასს მეთაურობდა ადჰიკარი, რომელიც ხშირად წყვეტდა მოქმედებას და განმარტავდა მიმდინარე მოვლენების რთულ რელიგიურ-ფილოსოფიურ შინაარსს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჯატრას პოპულარიზება ითავა სახალხო თეატრების ასოციაციამ ჯატრას ფორმის სპექტაკლები იდგმება თანამედროვე ბენგალიაშიც.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები