ჯაფარიძე ლელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაფარიძე ლელი (ლევან) (1895 – 1934), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1913 წელს „ახალი პოეზიის ანთოლოგიაში“ (ქუთაისი) დაბეჭდილი აქვს ორი ლექსი „თეთრ ქუჩაში“ და „მატარებლიდან“. თარგმნა ბერნჰარდ კელერმანის „გვირაბი“, შტეფან ცვაიგის „ამოკი“ და „შიში“
- თეთრი ქუჩები
- თენდება ღამე თვალუწვდენელ ქვაფენილებში,
- საგაზაფხულოდ იმოსება ქალაქის ღამე.
- ვთეთრდები მასთან და ვირევი ქუჩის ქალებში,
- თითქოს შევირთე გაზაფხულთან მზის სითამამე.
- ნელინელ ჩემთან მოდიან და მიწვევენ სახლში;
- არსად არ წავალ ვნებისათვის ფართეა ქუჩა
- და მეც მოვირთე ტანსაცმელში ძვირფას, ახალში
- და ბინის კარი გაზაფხულმა დააჩაქუჩა.
- სავნებო ღამით, გაზაფხულში მეც გავზაფხულდი
- და ყველასათვის აანათლე ჩემი სახება.
- ღამის ნათელზე მე სიგიჟით ავახალსულდი
- და მიწამ იგრძნო თავის შვილის შმაგი ლაღება.