ჯაფარიძე ნუგზარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუგზარ ჯაფარიძე – ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1947 წლის 12 ივნისს, ქალაქ ბათუმში. 1965 წელს დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა, 1972 წელს ქალაქ ლენინგრადის (ახლანდელი პეტერბურგი) სატყეო-ტექნიკური აკადემია.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: მშენებლობაზე, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ განყოფილების გამგედ, 1979-1992 წლებში გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ კორესპონდენტად და განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ნიანგის“ საკუთარ კორესპონდენტად აჭარაში, 1993-2003 წლებში გაზეთ „აღორძინების“, 2003-2004 წლებში კი გაზეთების „აჭარისა“ და „ადჟარიას“ მთავარ რედაქტორად.

ავტორია წიგნებისა: „ხასან ჰელიმიში (1979, თანაავტორი ლ. დოლაბერიძესთან ერთად), „ასოების პოეზია“ (1978), „ასი წელია გულში ხარ" (1981), „ვისი სული გსურს“ (1985), „ჭინჭრის კრეფა ყვავილების ქვეყანაში“ (2006), „მაღალი წნევის მატარებელი“ (2008), „შენი ხატიმამული, ბულბულო“ (2008), „ყველაფერი ღვინის ბრალია" (2009), „მოგზაურობა ბათუმში“ (ტრილოგია, 1997-2014).

ავტორია 300-ზე მეტი პუბლიცისტური ხასიათის წერილისა.

მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული ჟურნალისტის წოდება (2003). ლაურეატია ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიისა (2008).

გარდაიცვალა 2009 წელს.

მწერლის ხსოვნის პატივგებისათვის, ნათია ბერიძის ავტორობით, გამოცემულია მოგონებები – „აღარ ვიქნები და მომინატრებთ“ (2012).

სკვერს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა ნიჭიერი მწერალი, მიკუთვნებული აქვს ნუგზარ ჯაფარიძის სახელი (2012).


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები