ჯაყელი ჯემალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაყელი ჯემალ – (1928 – 2020), ქართველი მწერალი პოეტის, მთარგმნელი, მცნიერი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჟურნალ „ლიტერატურული აჭარის“ ლიტმუშაკად, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად; 1947 წელს დაბეჭდა პირველი ლექსი. 1957 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული „სიჭაბუკე“. გამოცემული აქვს კრებულები: „ჩანჩქერები“, „თვალები და გზები“, „რჩეული ლექსები“, „მზისა და წვიმის სერენადა“, „მაცთუნე, ევა“,; თარგმნილი აქვს სილვა კაპუტიკიანის და ფელიქს ბახჩინიანის ლექსები.
- * * *
- დრო მიდის და ის მზესაც აკლდება
- ადამიანთა დაცინვა ბედის,
- დღეს მწუხრის ვარსკლავს შემოაკვდება,
- ბოლო სიმღერა როგორაც გედი.
- დრო მიდის და ის დღეების ფურცლებს
- ისე ხევს, თითქოს იხდიდეს ვალებს.
- ფართქალა გული მეორეს უცემს,
- ჩამოიხევა რომელიც ხვალე.
- და განუწყვეტლად ასე აკლდება
- სიცოცხლის ხიდი დაცინვად ბედის.
- დღე მწუხრის ვარსკლავს შემოაკვდება,
- ბოლო სიმღერას როგორაც გედი!!!