ჯაჭვიანი ექსკავატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაჭვიანი ექსკავატორი – გრუნტის ამომღებ-დასატვირთავი მანქანა, რომლის სამუშაო ორგანოს წარმოადგენს ხისტი ან სახსრული ჩარჩო უსასრულო ჯაჭვითა და ციცხვებით, ტევადობით 0,2-3,15 მ3. გამოიყენება რბილი ქანების დასამუშავებლად კარიერებში. მრავალციცხვიანი ჯაჭვური სამუშაო ორგანოთი არის აღჭურვილი მიწასაწოვი დანადგარი გრუნტის წყალქვეშა დამუშავებისათვის.