ჯახაია ლეონიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეონიდე ჯახაია – (1932-2022), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970). პროფესორი (1973), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995). საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხახეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი;

დაიბადა 1932 წელს ქ. სოხუმში, 1951 წელს იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი (1956 წელს), სადაც 196) წელს დაიწყო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა ფილოსოფიის კათედრაზე. 1977-1978 წლებში მოღვაწეობდა ბულგარეთში, კლიმენტ ოხრიდსკის სახელობის სოფიის უნივერსიტეტში, ხოლო 1983-1986 წლებში - კომენსკის სახელობის ბრატისლავის უნივერსიტეტში.

1980-1993 წლებში იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (სოხუმში), შემდეგ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (თბილისში) ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კათედრის გამგე.

ლ. ჯახაიას კვლევის ძირითადი მიმართულებებია გნოსეოლოგიის, მეცნიერებათმცოდნეობისა და კოსმოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები ფილოსოფიის დარგში ჩამოაყალიბა იდეა იმის შესახებ, რომ მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიაში არსებობს და პარალელურად ვითარდება ფილოსოფოსობის სამი ძირითადი ნაირსახეობა: მეცნიერული (სციენტისტური), ანთროპოლოგიური (ეგზისტენციალური) და რელიგიური (თეოლოგიური) ფილოსოფია, რომლებიც სხვადასხვანაირად ორიენტირებულ ადამიანთა მსოფლმხედველობრივ მისწრაფებას აკმაყოფილებენ. თვითონ ლ. ჯახაია დგას მატერიალისტურად ორიენტირებული მეცნიერული ფილოსოფიის პოზიციებზე.

ლ. ჯახაია ავტორია 200-ზე მეტი პუბლიკაციისა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ბულგარულ, სლოვაკურ, ჩეხურ ენებხე, მათ შორის მონოგრაფიებისა დამხმარე სახელმძღვანელოებისა ფილოსოფიაში, ფუტუროლოგიური რომანისა „ЗАПИСКИ ДИМИТРИЯ КИРТАДЗЕ“ და ოთხი პოეტური კრებულისა.


თხზულებები

  • Классификация наук как философская и науковедческая проблема (Сухуми, 1969);
  • Наука и искусство - (Тбилиси, 1977);
  • Практическая ценность науковедения - (Тбилиси, 1980);
  • Современная наука: проблемы и тенденции - (Тбилиси, 1987);
  • Записки Дмитрия Киртадзе: Футурол. зарисовки - (Тбилиси, 1996);
  • ზოგადი სოციოლოგიის შესავალი: სოციოლოგიის ძირითადი ცნებები - (თბილისი, 2005);
  • Вакуум: вакуумная теория вещества и поля - (Тбилиси, 2008).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები