ჯაჯანიძე პოლიკარპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიკარპე ჯაჯანიძე

პოლიკარპე ჯაჯანიძე – (დ. 28. აგვისტო 1910, სოფ. ინაშაური, ვანის რ-ნი,– გ. 1977), ენათმეცნიერი. 1930 წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სამრეწველო ეკონომიური ტექნიკუმი. 1932–33 მუშაობდა სოფ. გეგუთის ახალგაზრდობის სკოლაში ქართ, ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1937 წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1940 – ასპირანტურის სრული კურსი. ქართულ ენაში კითხულობდა ლექციებს ჯერ სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1946-იდან – ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1969-იდან იყო ქართ, ენის კათედრის გამგე.

პოლიკარპე ჯაჯანიძე ავტორია 60-მდე სამეცნიერო შრომისა; იკვლევდა ძველ ქართულ ენას. საყურადღებოა მისი მონოგრაფია „ზმნათა პირველი სერიის ფორმათა წარმოება ახალი აღთქმის წიგნების ერთი ძველი ხელნაწერის მიხედვით“, გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის „სწავლანის“ ანუ „ოქროს წყაროს“ ახალი ნუსხის აღმოჩენის გამო“ და სხვა.

გამოსაქვეყნებლად მოამზადა პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის „სინური მრავალთავის“ (864) სიტყვათა და გრამატიკულ ფორმათა საძიებელი (სიმფონია-ლექსიკონი). პოლიკარპე ჯაჯანიძე დაინტერესებული იყო დიალექტოლოგიის საკითხებით. საყურადღებო გამოკვლევები მიუძღვნა გურული და აჭარული დიალექტების თავისებურებებს, რომელთა საფუძველზედაც მოამზადა ვრცელი მონოგრაფია „გურული დიალექტი აჭარულთან მიმართებით“ (ქუთ,, 1970).

პოლიკარპე ჯაჯანიძემ ცალკე წიგნად გამოსცა „გურული დიალექტი“, რ-ის I ნაწილში წარმოდგენილია ტექსტები, ლექსიკონის მასალები.

ლ. კვანტალიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები