ჯენტლმენური შეთანხმება
ჯენტლმენური შეთანხმება – საერთაშორისო სამართალში ოფიციალური ფორმის დაუცველად დადებული ზეპირი ხელშეკრულება.
ჯენტლმენური შეთანხმების დადებისას მხარეები გულისხმობენ, რომ ნაკისრი ვალდებულებანი შესრულდება „ჯენტლმენურად“ – მიცემული სიტყვის ძალით, რის გამოც აღარ არის აუცილებელი ამ ვალდებულებათა წერილობითი გაფორმება. ასეთი შეთანხმების მაგალითებია ინგლისსა და იტალიას შორის დადებული შეთანხმება 1937 ხმელთაშუა ზღვის სტატუსის შესახებ, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეთანხმება 1996 საბჭოს არამუდმივი წევრების ადგილების განაწილების წესის შესახებ და ა.შ. თუმცა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების ფორმას, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკაში საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებებს.