ჯერადი მწკრივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯერადი მწკრივი - u (k1,k2,...,kn) წევრთა უსასრულო ჯამი, სადაც ყოველი ცვლადი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გაირბენს ყველა ნატურალური რიცხვის სიმრავლეს. ჯერად მწკრივთა თეორია ძირითადად ორმაგ მწკრივთა თეორიის ანალოგიურია.
ჯერად მწკრივთა თეორიაში მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ მიღებული ქართველ მათემატიკოსებს (ვ. ჭელიძე, ლ. ჟიჟიაშვილი და სხვ.).