ჯერადი ფესვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯერადი ფესვი – f(x)= a0xn +a1 xn-1 + …+ an მრავალწევრის k ჯერადი ფესვი ეწოდება x= x0 რიცხვს, თუ f(x) მრავალწევრი იყოფა (x-x0)k -ზე და არ იყოფა (x-x0)k+1-ზე (k>1).
f(x) მრავალწევრის k ჯერადი ფესვი არის აგრეთვე ამ მრავალწევრის წარმოებულების ფესვი (k – 1) რიგის ჩათვლით, ე, ი, f'(x), f‘‘(x), . . ., f(k-1)(x) მრავალწევრებისა.
f(x) მრავალწევრის ჯერად ფესვს f(x) = 0 განტოლების ჯერად ფესვს უწოდებენ.