ჯესინგის სინდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯესინგის (Gjessing's) სინდრომი - ჯესინგმა 1947 წელს აღწერა შიზოფრენიისმაგვარი მდგომარეობა, რომლის დროსაც კატატონური სიმპტომატიკა პერიოდულად ვითარდებოდა და ამ პერიოდებში (თუმცა, არა ყოველთვის) აღინიშნებოდა აზოტის ბალანსის ცვლილებები. ჯესინგს მიაჩნდა, რომ ამ მდგომარეობას განაპირობებდა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და მისი წარმატებული მკურნალობა თიროქსინით იყო შესაძლებელი. თუ ეს მდგომარეობა მართლაც არსებობს, იგი ძალიან იშვიათია და შესაძლოა ფაზების სწრაფი მონაცვლეობით მიმდინარე ბიპოლარული აშლილობის ვარიანტს წარმოადგენდეს.