ჯეფერსონი (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეფერსონი

ჯეფერსონი - (Jefferson). ქლიავის ჯიში. გამოყვანილია ამერიკაში დაახლოებით 1725 წელს. მსხვილი, ლამაზი და მაღალი ხარისხის ნაყოფის გამო ეს ჯიში ფართოდ გავრცელდა ყველა ქვეყანაში.

საქართველოს რაიონებშიაც გვხვდება თითო–ოროლა ხე. ეს ჯიში კარგად ეგუება გარემო პირობებს, მსხმოიარობა უხვი იცის.

ნაყოფი გამოყენებულია როგორც სუფრის ჯიში, მისგან მზადდება აგრეთვე კომპოტიც. ტენიან წლებში ნაყოფი ადვილად ზიანდება სიდამპლით.

ჯეფერსონი ქლიავის ჯიშებს შორის, როგორც მეტის–მეტად ეფექტიანი, ლამაზი და მსხვილნაყოფიანი ჯიში, ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტის ერთ–ერთი საუკეთესო ჯიშია. მისი გავრცელება ფართო საწარმოო მიზნებითაც დიდი ქალაქების ახლოს დასაშვებია.

ხე მძლავრი ზრდისაა, განიერი, ღია ვარჯით. ფოთოლი უკუკვერცხისებრია, სქელი; ზედაპირი ნაკლებად შებუსვილია. ქვედაპირი ძლიერ შებუსვილია.

ყვავილობა ადრეული ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია.

ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში. ნაყოფი მსხვილია (4,4X3 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა 46 გრამს უდრის. ნაყოფი ოვალური ფორმისაა, ოდნავ შევიწროებული ფუძისკენ.

ნაყოფის კანი მომწვანო–ყვითელი ფერისაა, მკვრივი, ადვილად სცილდება მწიფე ნაყოფის ხორცს.

ნაყოფის ხორცი ყვითელი ფერისაა, მკვრივი, ნაკლებად წვნიანი, გემრიელი.

კურკა ნახევრად თავისუფალია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები