ჯვალო
ჯვალო – უხეში, სელის ან შალ-ბამბის ტლანქი ქსოვილი, რომელსაც თხის ბეწვი ურევია. ძველად მას ატარებდნენ დერვიშები, ქრისტიანი ბერები, მგლოვიარენი.
ჯვალო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ქსოვილია. ძალიან მოთხოვნადია სხვადასხვა საქმიანო-ბისთვის დაწყებული სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიით და დამთავრებული დეკორაციის, დიზაინის ინტერიერით. ასევე იყენებენ სხვადასხვა ხელსაქმეში, ვიზუალური ეფექტისთვის. ჯვალო არის უხეში ქსოვილი თუმცა სელის შენარევით ის უფრო რბილი და დახვეწილი ხდება. მზადდება ძირითადად სელის კანაფით და ბუნებრივი მცენარეებისგან. ნაჭრის სიმკვრივე დამოკიდებულია ნაქსოვის სიმჭიდროვეზე, რაც უფრო მჭიდროდაა ნაქსოვი, მით უფრო ნაკლებია წელვადობა. არ ფუჭდება წყლისგან და მზის სხივებისგან, ჰაერგამტარია და ხელს უწყობს ცირკულაციას. ასეთი თვისებების გამო მისგან დამზადებული ტომრები კარგი მოსახმარია საკვები პროდუქტების შესაფუთად. ტომრების გარდა მისგან სამოსსაც ამზადებენ.