ჯვარული (სიმღერა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ჯვარული" – საკულტო სიმღერა, ხევში გავრცელებული. მღეროდნენ „მხოლოდ ომში, ხატებისა და დროშების გამოსვენების დროს და ქორწილში“ (ა. ყაზბეგი) საქორწილო ჩვეულებაში „ჯვარული“ სრულდებოდა როგორც სასიძოს, ისე საპატარძლოს ოჯახში. ვაჟის ოჟახში ქალის მოსაყვანად გამგზავრების წინ მღეროდნენ:
- ნეფეს უხდება გვირგვინი,
- ყმაწვილია და უხარის.
- ნეფეო, ჩემი ძმა ხარო,
- მთავარ ანგელოზს ჰგავხარო,
- ღმერთმა ხელი მოგიმართოს
- რასაც საქმეზე დგახარო.
გ. შეთეკაური
ლიტერატურა
ა. ყაზბეგი, თხზ., ტ. II, თბ., 1948, გე. 249; ს. მაკალათია, ხევი, ტფ., 1934, გვ. 159; შ. ასლანიშვილი, ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, II, თბ., 1954, გვ. 256-258; ქს. სიხარულიძე, საქორწილო პოეზია, ლიტერ. ძიებანი, XI, 1958, გვ. 406; ე. ითონიშვილი, ქართველ მთიელთა საოჯახო ურთი-ერთობის ისტორიიდან, თბ, 1960, გვ. 243.