ჯიბუტი (სახელმწიფო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯიბუტის დროშა

ჯიბუტი (Djibouti - ჯიბუტის რესპუბლიკა)სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება ადენის ყურე. უჭირავს სტრატეგიული მდებარეობა ბა-ელ-მანდების სრუტესთან, რომელიც აერთებს წითელ ზღვას არაბეთის ზღვასთან.

ფართობი - 23,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 879,5 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – არაბული, ფრანგული.

დედაქალაქი - ქ. ჯიბუტი.

ადმინისტრაციულად იყოფა 4 ოლქად და დედაქალაქის რაიონად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ეროვნული კრება.აღმასრულებელი რგანო - მთავრობა.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1977 წლის 27 ივნისს.

ეკონომიკა - ჯიბუტი სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. დიდ როლს თამაშობს მომსახურების სფერო და სატრანსპორტო მომსახურება.

საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი - ჯიბუტი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10,45 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 10 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,25 ათ. და სამხედრო-საზღვაო 0,2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები