ჯიმუშ ბირა
ჯიმუშ ბირა (მეგრ. „მარილის სიმღერა“) – მეგრული საწესო სიმღერა; სრულდებოდა საქორწილო სუფრაზე და ეძღვნებოდა ე. წ. „წითელი მარილის" (ჭითა ჯიმუ – მშრალი აჯიკის ნაირსახეობა – ერთად დანაყილი წითელი წიწაკა და მარილი, რომელიც ხორცის საწებლად გამოიყენება) დამამზადებელ ქალიშვილებს. თუ „წითელი მარილი“ ძალზე ცხარე აღმოჩნდებოდა და მაქორწილე მამაკაცთა ქებას დაიმსახურებდა, ეს უკანასკნელნი ქალიშვილებს უმღეროდნენ:
- ჰოი, ძღაბი, მუ გიკაკუ,
- ოჰო-ჰოჲა,ოჰო-ჰო,
- ართო დაჩხირი ქუმომკათუ,
- ოჰო-ჰო.
- სით დაჩხირი ჸოფექუ დო
- მათ დაჩხირი ქომომკათე,
- ოჰო-ჰოჲა-ოჰო-ჰო.
- ჰოი, გოგო, რა დაგინაყავს
- ოჰო-ჰოჲა, ოჰო-ჰო,
- მთლად ცეცხლი შემომანთო,
- ოჰო-ჰო.
- შენც ცეცხლი ყოფილხარ და
- მეც ცეცხლი წამიკიდე,
- ოჰო-ჰოჲ, ოჰო-ჰო.
სიმღერის ტექსტი აშკარად ეროტიკული ხასიათისაა და საქორწილო განწყობას ეხმიანება. როგორც ჩანს, მეგრელისათვის წიწაკა ფალოსის სიმბოლოდაც აღიქმებოდა; ცხარე წიწაკაზე იტყვიან: „საჯდომუსაცვლო ქალის დარგულია“ (მუნდუკურთე ოსურიშ ნარგი რე) – სახეზეა პენისისა და კტეისის კავშირი.
ლიტერატურა
ნ. ანთელავა. ტრადიციული საქორწინო წეს-ჩვეულებანი სამეგრელოში. თბ., 2005, გვ. 161-162.