ჯინდორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯინდორ-ი (თალიშ. Джындор) – თალიშელი ჯადოქარი – შეშლილთა და, ზოგადად, ავადმყოფთა მკურნალი. ხალხის რწმენით, იგი, თავის დროზე, ჯინებმა გაიტაცეს, ჯერ ჭკუაზე შეშალეს, მოგვიანებით კი გონება დაუბრუნეს და ავადმყოფთა დამხმარე გახადეს. ჯინდორს ესმოდა ჯინების ენა, ეკრძალებოდა ალაჰის სახელის წარმოთქმა (ჯინებს ამ სახელის ეშინოდათ). იყვნენ ადამიანებისთვის ზიანის მიმყენებელი ჯინდორებიც, რომლებსაც ჯოდიგარებს („მავნებლებს“) უწოდებდნენ.
ლიტერატურა
- Абилов И. Ш. Некоторые магические практики в культуре талышей // Лавровский сборник: Материалы XXXVI и XXXVII Среднеазиатско-Кавказских чтении 2012-2013 гг.:
- этнология, история, археология. СПб., 2013.