ჯიქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯიქა

ჯიქა – (Lonicera caprifolium L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). 4-6 მ სიმაღლის დატოტვილი ლიანა ბუჩქია. ქერქი რუხი ან ყვითელია. ნორჩი ყლორტები მკრთალი მწვანეა ან მო-იისფრო, შიშველი ან შებუსული. ფოთლები ფორმით კვერცხისებურიდან ელიფსურამდეა. ზედა მხარე მუქი მწვანეა, შიშველი. ქვედა მხარე კი ლეგა მწვანე ფერისაა, ოდნავ შებუსული ან შიშველი. ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია. ზედები – შეზრდილი. ყვავილები ზედა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. გვირგვინი სურნელოვანია, მოთეთრო ან მოყვითალო, ზოგჯერ მოვარდისფრო ან წითელი მილით. ყვ. V-VI; ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები