ჯიქია ელგუჯა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯიქია ელგუჯა – (1956 – 2009) პოეტი. დაიბადა სოფელ სამიქაოში (აბაშა). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1972 წლიდან სისტემატიურად აქვეყნებდა ლექსებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1986 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული „განდობა“. მუშაობდა ჟურნალ „კრიტიკის“ განყოფილების გამგედ. წლების განმავლობაში იყო რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის, აკაკი ბაქრაძის უფროსი რეფერენტი. მისი ხელმძღვანელობით ყოველი პიარისა და ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა მიგრაციის პროცესების დროს დემოგრაფიული მდგომარეობის დაბალანსება ქვემო ქართლში. 2009 წელს, მისი გარდაცვალების წლისთავზე გამოიცა ლექსების სრული კრებული „ჯაჭვინულები“.
- იპოდრომი
- აღვირაყრილი სიცოცხლე გარბის.
- ფინიშთან ელავს დიდების შუქი,
- და დოღს გაჰყურებს გაჩეხილ წარბით
- ცხენი, რომელიც დაიმტვრა გუშინ.
- ყველას თავისი ახელებს ჟინი,
- გაცოფებული სურვილი ყივის.
- მხედარს სურს ოქრო,
- გვირგვინი დაფნის,
- ცხენს კი – პირველი მიაკვდეს ფინიშს.