პერგოლეზი ჯოვანი ბატისტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯოვანი ბატისტა პერგოლეზი-დან)
ჯოვანი ბატისტა პერგოლეზი (პერგოლეზე), – (ნამდვილი გვარი დრაგი, 4 იანვარი 1710, ეზი, ანკონა – 17 მარტი 1736, პოცუოლი, ნეაპოლის მახლობლად), იტალიელი კომპოზიტორი, ნეაპოლური საოპერო სკოლის წარმომადგენელი. 1731 ნეაპოლში დაიდგა პერგოლეზის პირველი ოპერა „სალიუსტინი“. წერდა ოპერა-სერიებს, ორატორიებს, კომიკურ ინტერმედიებს. 1733 თავისი ოპერა-სერია „ამაყი ტყვისათვის“ დაწერა ინტერმედია „მოახლე-ქალბატონი“, რომელმაც სათავე დაუდო ახალი ჟანრის ოპერა-ბუფის განვითარებას. პერგოლეზის სხვა ნაწარმოებებმა (ტრიო-სონატები, საოპერო უვერტიურები) სტილური გარდატეხა მოახდინა XVIII ს. იტალიურ მუსიკალურ ხელოვნებაში. ფართო აღიარება მოიპოვა პერგოლეზის სასულიერო ნაწარმოებმა „სტაბატ მატერმა“ (1735).