ჯოხაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით ჯოხაძე – 1935 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1977). პროფესორი, დაიბადა 1935 წელს სოფელ ბოსტანაში (ამბროლაურის რაიონი), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო I964 წელს - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და დიალექტიკის ისტორია, ანტიკური დიალოგისა და რიტორიკის პრობლემები. შემოიღო ახალი ტერმინი - „ფილოსოფიური ანტიკომცოდნეობა“ (Философское антиковедение), რომელიც განიმარტება, როგორც შედარებით დამოუკიდებელი თეორიული მიმდინარეობა მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიაში. დ. ჯოხაძის ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოვიდა რამდენიმე კოლექტიური მონოგრაფია და კრებული.



წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები