ჯოჯუა ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯოჯუა ნოდარ – (1948), პოეტი. დაიბადა გაგრაში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.
- ყველა მიყვარს...
- ყველა მიყვარს, ყველას ვეალერსები,
- გაზრდილი ვარ, მე ჩემს მეგრულ ნანაზე,
- პატარა ვარ, როგორც ჩემი ლექსები
- და დავდივარ ასე, ამ ქვეყანაზე.
- ვიცი სიდან მოდის ჩემი ფესვები,
- ქართველი ვარ, არ მსურს სხვა სილამაზე,
- მე დიდი ვარ, ვიდრე ჩემი ლექსები,
- მინდა დავრჩე ასე, ამ ქვეყანაზე..