ჯრაჰარსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯრაჰარს-ი (სომხ. Ջրահարս – „წყლის პატარძალი“) – სომხური მითოლოგიის წყლის ქალი, თევზის კუდითა და წყალმცენარის მსგავსი თმებით; ცხოვრობს წყლისქვეშეთში, საღამოობით პერიოდულად ჩნდება წყლისპირზე გაშლილი თმებით; ხიბლავს მამაკაცებს, იტყუებს წყალში და ახრჩობს; ჭკუიდან შლის ადამიანებს.
ლიტერატურა
Емин Н. О. Исследования и статьи по армянской мифологии, археологии, истории и истории литературы (за 1858-1884 гг.). М., 1896.