ჯუანშერი (ქართლის ერისმთავარი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯუანშერი – ქართლის ერისმთავარი 590-691 წ - უნიკალური „ქართულ-სანაური“ ვერცხლის მონეტის მიხედვით, სადაც დაქარაგმებულად გამოსახულია „ⴟႭ“, რომელსაც გ. დუნდუა კითხულობს ჯონბურ/ჯუანშერი. არის მოსაზრება, რომ აღნიშნულ წლებში ერისმთავრად იჯდა ჯუანშერი (ეს სახელი საქართველოში უფრო გავრცელებულია). დასახელებული ერისმთავარი წერილობით წყაროებში არ მოიხსენიება. მონეტა მოჭრილია გურგენის მონეტების მიბაძვით.