ჯუდიჩე ჯუზეპე მილანელი
ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი – (გ. 1646), პატრი, თეატინელთა ძმობის წევრი, მისიონერი.
1631 არქანჯელო ლამბერტისთან ერთად ქართლში, გორში, ჩამოვიდა. 1633 ისინი ახალციხისა და გურიის გავლით სამეგრელოში ჩავიდნენ. აქ დაიწყო ჯუზეპე ჯუდიჩემ სამისიონერო საქმიანობა. სწავლობდა მეგრულ ენას და საექიმო საქმიანობას ეწეოდა. ლევან II დადიანის დავალებით ჯუზეპე ჯუდიჩე 1043 რომში, პაპ ინოკენტი X-თან ჩავიდა სარწმუნოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობის გაძლიერების მიზნით. დაბრუნებისას თანამგზავრებთან ერთად ოსმალეთში დაატყვევეს და იქვე გარდაიცვალა. სამეგრელოში ყოფნის პერიოდში შეადგინა რელაციონები და რომში გააგზავნა.
ლამბერტის „სამეგრელოს აღწერასთან“ ერთად ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელის წერილები უძვირფასესი წყაროა XVIIს. სამეგრელოს და საერთოდ საქართველოს პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის ისტორიის შესასწავლად.