ჯუღელი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ ჯუღელი – 1995 - ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955). დაიბადა ზესტაფონში, 1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ ასპირანტურა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1949 წლიდან ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელია, 1951-1966 წლებში - ფილოსოფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ხოლო შემდეგ, გარდაცვალებამდე - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

ო. ჯუღელის მეცნიერული კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა შემეცნების თეორიისა და ცნობიერების პრობლემა. ცნობიერება იდეალურია, ამიტომ იდეალურის ბუნების გამოკვლევა იმავე დროს ცნობიერების გამოკვლევას წარმოადგენს. ო. ჯუღელი ერთმანეთისაგან განასხვავებდა იდეალურის ონტოლოგიურსა და გნოსეოლოგიურ ასპექტებს. იდეალური, ამტკიცებს ო. ჯუღელი, სუბიექტურისა და ობიექტურის დიალექტიკური ერთიანობაა. რაც მას ობიექტური სამყაროს სუბიექტურ ასახვად ხდის. იდეალურის შინაარსი ობიექტურია, ხოლო სუბიექტში მისი გამოსახვის ფორმა რელატიური. რელატიურობა, ანუ სუბიექტურობა, იდეალურის გნოსეოლოგიურ დახასიათებას წარმოადგენს.


თხზულებები

იდეალურის გნოსეოლოგიური ასპექტი“ (თბილისი, 1988).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები