ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ 1954

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ 1954 – შემუშავდა ე.წ. „რერიხის პაქტის“ საფუძველზე, რომელიც წამოაყენა რუსმა მხატვარმა, საზოგადო მოღვაწემ ნ. რერიხმა. მიიღეს ჰააგის კონფერენციაზე 21.IV-I4.V, ძალაში შევიდა 7.VIII.1954.

კონვენცია მის მონაწილეებს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვან და პატივი სცენ კულტურულ ფასეულობებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს როგორც მათ, ისე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, ითვალისწინებს კულტურის მოძრავი და უძრავი ფასეულობების – არქიტექტურის, ხელოვნების, ისტორიის, არქეოლოგიისა და ა.შ. ძეგლების დაცვას.

კონვენციის მონაწილენი კისრულობენ ვალდებულებას, საკუთარი სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, რათა დროულად გამოვლინდეს და შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ისე დისციპლინარული სანქციები შეეფარდოს იმ პირებს, ვინც არღვევს ან მოუწოდებს კონვენციის დებულებების დარღვევისკენ. კონვენცია ითვალისწინებს იმუნიტეტს პრიზის სახით კულტურული ფასეულობების ან მათი გადატანისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების ამოღების ან კონფისკაციისგან, ან მათზე კონტროლის უფლებას. ჰააგის კონფერენციაზე მიიღეს ასევე აღმასრულებელი რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს კონვენციის გამოყენების წესებს, და ოქმი, რომელიც კრძალავს ოკუპირებული ტერიტორიიდან კულტურულ ფასეულობათა გატანას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები