ჰაერსატარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰაერსადენი-დან)
ჰაერსატარი (ჰაერსადენი) – ჰაერის გადასაადგილებელი მილსადენი, რომელიც გამოიყენება სავენტილაციო, ჰაერგათბობის, ჰაერის კონდიცირების სისტემებში, აგრეთვე ტექნოლოგიური მიზნებისათვის (ჰაერის მიწოდება სამრეწველო აგრეგატებისათვის, ნამწვი აირების მოცილება მანქანებიდან და მოწყობილობებიდან, ფხვიერი მასალების ტრანსპორტირება პნევმატიკური ტრანსპორტის სისტემაში და ა.შ.).