ჰაერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაერი −(ბერძ. āer ჰაერი) – უფერო აირების ნარევი, რომლისაგანაც შედგება ატმოსფერო და რითაც სუნთქავს ცოცხალი არსება.

ჰაერი მოცულობითი შემადგენლობა:
აზოტი – 78,08%,
ჟანგბადი – 20,95%,
ინერტული გაზები – 0,94%,
ნახშირორჟანგი – 0,03,
წყლის ორთქლი, შემთხვევითი მინარევები (მტვერი, მიკროორგანიზმები, ამიაკი, გოგირდის გაზი და სხვ.).
სიმკვრივე – 1,293 კგ/მ3.


თხევადი ჰაერი – მოცისფრო სითხე სიმკვრივით 960 კგ/მ3 (–192°C და ნორმალური წნევის დროს). ჰაერში ჟანგბადის შემცველობა განაპირობებს იმას, რომ ის გამოიყენება, როგორც ქიმიური აგენტი სხვადასხვა პროცესებში (წვა, ლითონების გამოდნობა მადნიდან, სხვადასხვა ქიმიური შენაერთების სამრეწველო წარმოება). ჰაერი, როგორც ქიმიური აგენტის ფასი იზრდება მასში ჟანგბადის რაოდენობის გაზრდით. ჰაერის შეუცვლელი ნივთიერებაა ჟანგბადის, აზოტის, ინერტული გაზების მისაღებად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები