ჰავანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰავანი − თამბაქოს საჭრელი მოწყობილობა, დანა-დაზგა, რომელიც ხისაგან მზადდებოდა. მასზე სახელურიანი რკინის გრძელი დანა იყო მიმაგრებული, რომლითაც თამბაქოს ხმელ ფოთლებს ჭრიდნენ.
შდრ. სულხან-საბა ორბელიანთან „ტრედფილი”, „აჰვანგ”, „ჰავანგ”, ასევე, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში − „ავანსა” და „ხავანს”.