ჰალშტაინის დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰალშტაინის დოქტრინა – (გერმ. Hallstein-Doktrin), გფრ-ის მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი საგარეო-პოლიტიკური გეზი 1949-69, რომლის მიზანიც იყო გდრ-ის, როგორც სახელმწიფოს, არცნობა.

დოქტრინამ სახელწოდება მიიღო პროფ. ვ. ჰალშტაინის გვარისაგან, რომელიც იმ დროს გფრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივნად მუშაობდა. ჰალშტაინის დოქტრინის არსი ის იყო, რომ არ არსებობდა ორი გერმანული სახელმწიფო, რომ გფრ იყო „გერმანელი ხალხის ერთადერთი წარმომადგენელი“. რომელიც მთელი გერმანიის სახელით გამოდიოდა. ჰალშტაინის დოქტრინის წინააღმდეგ გამოდიოდა სოციალისტური ქვეყნების ბანაკი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები