ჰამადი საადუნ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საადუნ ჰამადი

საადუნ ჰამადი – (დ. 2 ივნისი 1930 — გ. 14 მარტი 2007), ერაყის სახელმწიფო მოღვაწე. შიიტი-მუსლიმი.

დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი ბეირუთში. შემდეგ კი, 1957 ვისკონსინის უნივერსიტეტის (აშშ) სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. იმავე წელს გახდა ბაღღადის უნივერსიტეტის პროფესორი.

1903 – ერაყის აგრარული რეფორმის მინისტრი;
1968-74 – ერაყის ეროვნული ნავთობის კომპანიის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე;
1969-74 – ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრი;
1974-83 – საგარეო საქმეთა მინისტრი;
1983-84 – პრეზიდენტის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი;
1984-89 – ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე;
1986 წლის აგვისტოდან – რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს წევრი;
1988 წლის ივნისიდან –საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი;
1994 წლის 5 ივნისიდან – პრემიერ-მინისტრის მოადგილე.
1996 წლის 24 მარტს აირჩიეს ერაყის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ.

ავტორია რამდენიმე წიგნისა ერაყის ეკონომიკურ განვითარებაზე.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები