ჰარამა-მთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰარამა-მთა (ადიღ. Хьэрамэ Iуащхьэ) – ჩერქეზულ ნართულ თქმულებათა მითიური მთა, ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ეპიკური ორონიმი. ჰარამა-მთაზე თამაშდება თითქმის ყველა დრამატული მოვლენა, დაკავშირებული ეპოსის მთავარ გმირებთან (ამ მთას უკავშირდება ეპოსის ცენტრალური პერსონაჟის – სოსრუყოს – სიკვდილის სიუჟეტიც). მხოლოდ მამაცებსა და ღვთისდარებს შეუძლიათ მის წმინდა მწვერვალზე ასვლა.