ჰარიშჩანდრა ბჰარატენდუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბჰარატენდუ ჰარიშჩანდრა

ბჰარატენდუ ჰარიშჩანდრა – (სანსკ. भारतेन्दु हरिश्चन्द्र, 1850-1885), ინდოელი დრამატურგი. ჰინდის ენაზე ახალი დრამატურგიის ფუძემდებელი.

პიესები: ტრაგედია „ნილდევი“, სატირული კომედიები „რელიგიის ძალადობას ნუ ჩავთვლით ძალადობად“ და „შხამის საწინააღმდეგო საშუალება თავადაც შხამია“, დრამა მითოლოგიურ სიუჟეტზე „პატიოსანი ჰარიშჩანდრა“, სიმბოლისტური დრამები „ინდოეთის უბედურება“ და „დედა-ინდოეთი“ (და სხვ.).

ადაპტირებულად თარგმნა კლასიკური სანსკრიტული პიესები „ვიდია-სუნ-დარ“, „ჩანდრავალი”, „რატნავალი’” (და სხვ.). მან უარი თქვა „ნატიაშასტრაში“ ჩამოყალიბებულ კანონებზე, შეცვალა ტრადიციული სიუჟეტი და მოქმედ პირთა ხასიათები, უარი თქვა მუდმივ კომპოზიციაზე (ლოცვა-პროლოგი, პირველი მსახიობის შესავალი და დასკვნითი მონოლოგი, კეთილი დასასრული და სხვ.). განახორციელა ენის რეფორმა, ლექსების გვერდით შეიტანა თანამედროვე ჰინდის ლიტერატურულ ენაზე დაწერილი პროზაული ტექსტები. იგი ავტორია თეორიული ნაშრომისა „დრამა“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები